ვახუშტი მენაბდე პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია.
ის 15 წელია, თანამშრომლობის ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა, სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).
ამ დროის განმავლობაში ის საკონსტიტუციო სასამართლოში 30-მდე საქმეზე წარმოადგენდა მოსარჩელეთა ინტერსებს. ისეთი გახმაურებულ და პრეცედენტულ საქმეებში, რომელებიც შემდგომში საფუძვლად დაედო ნარკოპოლიტიკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქმედუნარიანობის სისტემისა და შეკრება-მანიფესტაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმას.
ის 2017-2018 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მოქმედი კონსტიტუციის თანაავტორია. თუმცა მთელ რიგ ნორმებზე უმრავლესობასთან პრინციპული უთანხმოების გამო, მხარი არ დაუჭირა უზენაესი კანონის საბოლოო რედაქციას.
ვახუშტი არის საქართველოში საპარლამენტო კონტროლზე პირველი კვლევის ავტორი, ის, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, საკუთარ გუნდთან ერთად, ჩართული იყო პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის პროცესში 2018 წელს.
სოფო ვერძეულთან ერთად ის არის სასამართლო რეფორმის ახალი კონცეფციის ავტორი, რომელმაც 2021 წლიდან ფაქტობრივად სრულად ჩაანაცვლა ძველი პარადიგმა და დღეს მეინსტრიმული ხედვაა.
ის არის არის 30-ზე მეტი კვლევის ავტორი/თანაავტორი.