პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ახალგაზრდების გამოწვევების გადაჭრის გზები – საერთაშორისო პრაქტიკა
აგვისტო 21, 2024

ახალგაზრდების სპეციფიკური ეკონომიკური გამოწვევების გადასაჭრელად სხვადასხვა მიდგომა შეიძლება არსებობდეს. სტატიაში განვიხილავთ იმ საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც მუშაობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების წინაშე მდგარი პრობლემების პრევენციისა თუ გადაჭრისთვის.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში ახალგაზრდები ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფია, თუმცა, იმისათვის, რომ ნათელი იყოს, როგორ შეიძლება მათი გამოწვევების დაძლევა, საჭიროა თვალი გადავავლოთ ევროპის გამოცდილებას − დგანან თუ არა იმავე პრობლემის წინაშე ევროპელი ახალგაზრდები და რა გზებით და როგორ უმკლავდებიან ეკონომიკურ სირთულეებს.

 

ჩვენი კომენტარი

ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არსებობს ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამები, რომელთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ევროკომისია გასცემს და სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტაჟირების, მენტორობისა და პროფესიული განათლების საკითხებს. საქართველოში კი მსგავსი, ერთიანი მიდგომა არ არსებობს.

 

რა უნდა ვიცოდეთ?

ევროკავშირში ახალგაზრდების სამუშაო ბაზარზე ჩართვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ევროკომისია ამისთვის იმუშავებს სხვადასხვა პრაქტიკებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა კოვიდ პანდემიის შემდეგ, რადგან ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ სამუშაო გამოცდილება, ხელი შეეშალათ შესულიყვნენ შრომით ბაზარზე. ამ რეკომენდაციები მოიცავს როგორც შრომის ბაზარზე შესვლის, ასევე, განათლების მიღებისა და უმუშევრობის დაძლევის გადაჭრის გზებს.

 

რა კეთდება ახალგაზრდების უმუშევრობის შესამცირებლად ევროპის ქვეყნებში?

 

  • ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის მაგ. გერმანიაში, საფრანგეთში და პოლონეთში ახალგაზრდების შრომის ბაზარში ჩართვისთვის კარგად შემუშავებული სტრატეგიები არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მიდგომა, რომელსაც ეს სახელმწიფოები ახორციელებენ, არის პროფესიული გარანტიის პრაქტიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც არ არიან არც განათლების სისტემაში ჩართულები, არც დასაქმებულები და არც ტრენინგებს გადიან, პარალელურად განათლებისა და მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ. პროგრამები ითვალისწინებს, მათ შორის ტრენინგებს, სამუშაოს დასაქმების სერვისებს და ფინანსურ დახმარებას, რათა ახალგაზრდამ შეძლოს შრომის ბაზარზე შესვლა. ასევე, ითვალისწინებს მენტორობის ფუნქციას, სადაც პროფესიონალები ხელმძღვანელობენ ახალგაზრდების უნარების გამომუშავებას და შრომის ბაზარში ჩართვას. ასევე, გერმანიაში არსებობს პროგრამა, რომელიც სამუშაო გამოცდილების გარეშე მყოფ ახალგაზრდებს რთავს შრომის ბაზარში.
  • ჩეხეთი ახორციელებს ახალგაზრდების დასაქმების ინიციატივას, რომელიც თანადაფინანსებულია ევროპის სოციალური ფონდის მიერ. პროგრამის სამიზნე ჯგუფია ახალგაზრდების უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მქონე რეგიონები და სთავაზობს მათ მორგებულ მხარდაჭერას სასწავლო პროგრამების, სტაჟირებისა და სამუშაო ადგილების სახით. ინიციატივა ფოკუსირებულია 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდების დასაქმების უნარისა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობის გაზრდაზე.
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი