ნინა ჩიხლაძე არის საჯარო სამართლის მაგისტრი. მას გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტში.
ნინა ადამიანის უფლებების თემატიკაზე მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა ცენტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი.
ის დაინტერესებულია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების მუშაობით, აგრეთვე, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობით დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.