სტუდენტური საცხოვრებელი ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა სტუდენტებისთვის საცხოვრისის კრიზისის გადაჭრისთვის. თბილისში ფაქტობრივად არ არსებობს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სტუდენტებისთვის, რაც ქმნის განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას. სახელმწიფო ნაკლებად ზრუნავს განათლების ხელმისაწვდომობაზე და ტოვებს მას სტუდენტის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად.