პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
გაფიცვის ფორმები და სახეები
ოქტომბერი 12, 2022

დროთა განმავლობაში დასაქმებულთა პროტესტმა სხვადასხვა სახე და ფორმა შეიძინა, რამაც მეტად შედეგიანი გახადა ბრძოლა შრომითი უფლებებისთვის. ეს სტატია სხვადასხვა ტიპის გაფიცვის რეგულირებას მიმოიხილავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებით. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

გაფიცვის სხვადასხვა სახე არსებობს, ამის აღიარება მნიშვნელოვანია, რადგან გაფიცვათა მიზანი შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ერთ კონკრეტულ საწარმოში შრომითი პირობების გაუმჯობესებით, კონკრეტულ პირთა საჭიროებების მოგვარებით, არამედ იყოს უფრო ფართო, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოში მშრომელთა დაუცველობის წინააღმდეგ ბრძოლა. 

ჩვენი კომენტარი

  • სოლიდარული გაფიცვის აკრძალვა ან მისთვის ისეთი წინაპირობების დაწესება, რომლებიც, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის უფლებით სარგებლობას, ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტებს.  
  • სოლიდარული გაფიცვა აფართოებს კლასიკური, ზოგადი გაფიცვის მნიშვნელობას, რაც ამ უფლებით სრულყოფილი სარგებლობის აუცილებელი წინაპირობაა.

რა არის სოლიდარული გაფიცვა?

სოლიდარულია გაფიცვა, რომლის დროსაც გაფიცულებს პირდაპირი მოთხოვნები საკუთარ დამსაქმებლებთან არ აქვთ და მიზნად სხვა გაფიცულების მხარდაჭერას ისახავენ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიხედვით, თავდაპირველი გაფიცვა კანონიერი უნდა იყოს.  

ბევრ ქვეყანაში სოლიდარული გაფიცვები ნებადართულია გარკვეული წინაპირობებით, კერძოდ:

  • თუკი თავდაპირველი გაფიცვა, რომელსაც მხარს უჭერენ, კანონიერია.

მაგალითად,  პორტუგალიაში, შვედეთში, ნორვეგიასა, და დანიაში

ზოგიერთ შემთხვევაში სოლიდარული გაფიცვის კანონიერება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ფასდება: 

  • მაგალითად, ესპანეთში ეს მიდგომა საკონსტიტუციო სასამართლომ დაამკვიდრა. ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად კი გაფიცულთა მსგავსი/დაახლოებული ინტერესები განსაზღვრა. 

სახელმწიფოთა ნაწილში სოლიდარული გაფიცვა ნებადართულია კონკრეტული ხანგლივობით:

აკრძალულია ლატვიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგსა და დიდ ბრიტანეთში.

არსებობს გაფიცვის კიდევ ერთი სახე, რომელსაც ILO გაერთიანების თავისუფლების ნაწილად არ თვლის

ასეთია წმინდად პოლიტიკური მოთხოვნების მქონე გაფიცვა. 

ომელი შეიძლება იყოს წმინდა პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნა?

  • ის, რაც მთავრობას, მთავრობის პოლიტიკას მიემართება და არ უკავშირდება შრომით საკითხებს. მაგ.: საგარეო პოლიტიკის შეცვლა, არჩევნების შედეგების გაუქმება და სხვა;
  • წმინდა პოლიტიკურ მოთხოვნას ILO განასხვავებს ისეთი გაფიცვისგან, რომელიც მთავრობის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას აპროტესტებს და რომელიც კანონიერია;
  • ILO ყურადღებას ამახვილებს სირთულეზე, რომელიც პროტესტის მოთხოვნების ამ ორ, წმინდა პოლიტიკურ და სოციალურ/ეკონომიკური ინტერესის გამიჯვნას ახლავს თან; 
  • სახელმწიფოებიც, სოლიდარულთან შედარებით, პოლიტიკური გაფიცვების მიმართ მკაცრ მიდგომას ამჟღავნებენ; 
  • ძირითადად, იგი აკრძალულია. 

 

ნებადართულია მხოლოდ:  

  • ნორვეგიაში, თუმცა ხანმოკლედ და დამსაქმებლის წინასწარ გაფრთხილებით; 
  • ფინეთში, სადაც სასამართლო მკაცრად აფასებს კანონიერების საკითხს; 
  • იტალიაში, მხოლოდ იმ გამონაკლისით, რომ იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ წესრიგს/დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას;
  • დანიაში სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, ხანმოკლედ; 
  • სევეა ირლანდიაში

რა ხდება გაფიცვის სხვა ფორმებთან დაკავშირებით?  

სახელმწიფოთა უმეტესობა მათ აღიარებს, თუმცა წინაპირობები არაერთგვაროვანია:

მაგალითად, საბერძნეთში აკრძალული არ არის, მაგრამ დამსაქმებელი შეუსრულებელი სამუშაოსთვის ანაზღაურებას არ გასცემს:

  • სამუშაო ტემპის შენელებისა (go-slow) და 
  • სამუშაო ადგილზე გამოცხადების მიუხედავად, მუშაობაზე უარის (sit down) თქმისას.

ნორვეგიაში კი უკანონო გაფიცვაში (work to rule) მონაწილეობა შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლებითაც დასრულდეს. 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი