პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

ადგილობრივ დონეზე მართვის პროცესში საზოგადოების ჩართულობს ორი სარგები აქვს: ის მუნიციპალიტეტის საქმიანობეფექტიანობას ამაღლებთან ერთად, სახალხო საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოების უწყობს ხელს. ამ იდეის მნიშვნელობა და ღირებულება უდავოა, ამიტომ დღეს დისკუსიები უმეტესად მონაწილეობის ფორმების, ინსტრუმენტებისა და ყველა ჯგუფისთვის ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის შესახებ მიმდინარეობს. სტატიაში ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთიკური უმცირესობების მონაწილეობასა და მის მნიშნელობაზე ვისაუბრებთ. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?  

საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც სათანადოდ ვერ ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს ხელს უშლის საზოგადოების წევრთა სამოქალაქო, კულტურულ და პოლიტიკურ ინტეგრაციას და აფერხებს მართვის დემოკრატიული მოდელების გაუმჯობესებას ქვეყანაში.  

ჩვენი კომენტარი  

ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა მათ საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ფორმირებას შეუწყობს ხელს. ეს კი საზოგადოების ერთიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ინსტრუმენტები და უზრუნველყოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.  

რას გულისხმობს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში? 

პოლიტიკური მონაწილეობა მხოლოდ პასიურ და აქტიურ  საარჩევნო უფლებას არ ნიშნავს. ესაა ფართო კონცეფცია, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლების ხალხის მიერ განხორციელებას და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალო ჩართულობას გულისხმობს.  ეს პროცესი საჯარო ადმინისტრირების ყველა სფეროს და დონეს მოიცავს, ვრცელდება როგორც პოლიტიკის ფორმირების, ასევე მისი აღსრულების პროცესზე. მონაწილეობა მოქალაქეთათვის არის შესაძლებლობა, „აიძულოს“ ხელისუფლება, გაატაროს მათთვის ხელსაყრელი პოლიტიკა.  

ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან მათ ყოფაზე, უპირველესად, ლოკალურად არსებული კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ახდენს გავლენას. ამდენად, კეთილდღეობასა და ინტეგრაციაზე ზრუნვა სახელმწიფომ სწორედ ადგილობრივი დონიდან უნდა დაიწყოს.  

რა აფერხებს მონაწილეობას?  

ხშირად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა მათთვის პრივილეგირებული გარემოს შექმნად განიხილება, რაც არასწორია. სხვადასხვა ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობაზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ეს ჯგუფი  ბევრგან გარიყულია მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათგან პირველი საზოგადოების ჯგუფების შორის სახელმწიფოს არათანაბარ პოლიტიკას, მონაწილეობის სათანადო ფორმებისა და რესურსების არარსებობას უკავშირდება.  


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში, ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი