პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული

სოფო ვერძეული კონსტიტუციური პოლიტიკის, სამართალისა და თეორიის მაგისტრია.

ის ათ წელზე მეტია მუშაობს  მართლმსაჯულების და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმაზე და არის 10-ზე მეტი კვლევის ავტორი/თანაავტორი სასამართლო სისტემის, ნარკოპოლიტიკის, პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე.

მათ შორისაა 2012 წელს მისი თანაავტორობით მომზადებული კვლევა (რომელიც საფუძვლად დაედო სასამართლო რეფორმის პირველ ტალღას საქართველოში) და მართლმსაჯულების სისტემში 2012-2021 წლებში გატარებული რეფორმების შეფასება (რომელმაც ხელი შეუწყო სამოქალაქო ორგანიზაციების პერსპექტივის ცვლილებას ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით).

სოფო ჩართული იყო ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში, რომელმაც არსებითად გააუმჯობესა ადამიანის უფლებების სტანდარტები ამ მიმართულებით.

ის თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).