საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2022 წლის მიგრაციის შესახებ სტატისტიკა.
როგორც მოსალოდნელი იყო, 2022 წელი გამოდგა იმაზე მძიმე წელი, ვიდრე ეს იყო წინამორბედები.
ქვეყანა დატოვა 100 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ.
ქვეყანაში გვაქვს „ერთგვარი“ დადებითი მიგრაციული სალდო, თუმცა ეს განპირობებულია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და უმეტესწილად რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის მკვეთრი მატებით.
უშუალოდ, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში მიგრაციული სალდო მკვეთრად უარყოფითია, ქვეყნიდან გასულთა რაოდენობა შემოსულებისას 46 397-ით აღემატება, რაც ბოლო 10 წლის მონაცემებით ყველაზე უარესი შედეგია.