პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რა დისკუსია მიმდინარეობს საარჩევნო ბარიერის შესახებ ევროკავშირში?

საარჩევნო სისტემა დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ელემენტია. განმსაზღვრელია, რამდენად შეუძლია მას ყველა მოქალაქე თანასწორად და სამართლიანად წარმოადგინოს პოლიტიკურ პროცესებში. მასში გადამწყვეტი როლი ენიჭება საარჩევნო ბარიერს. მაღალი საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პროცესებში დაბალი წარმომადგენლობის საფრთხეს ქმნის. სტატიის მიზანია, მოკლედ მიმოიხილოს საარჩევნო ბარიერები და მასთან დაკავშირებული კრიტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

დღეს არსებული მონაცემით, საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრული პროპორციული სისტემით და 5%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. ამ ვითარებაში საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი პარტიები უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ვერ მოხვდებიან, შესაბამისად, იქ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების დაცვას ვერ შეძლებენ. 

ჩვენი კომენტარი

ევროკავშირში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს მაღალი საარჩევნო ბარიერის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. იქ, სადაც ასეთი ზღურბლია გათვალისწინებული, ის ხელს უშლის საზოგადოების ყველა ჯგუფის მონაწილეობას სახელმწიფო მართვაში, აძლიერებს უმრავლესობის ძალაუფლებას და ქმნის პოლარიზაციის საფრთხეს.

როგორია საარჩევნო ბარიერი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში?

საარჩევნო ბარიერის განსაზღვრისას უნდა გავივალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, ქვეყნის ისტორიული გამოცდილება, მის პოლიტიკური და პარტიული სისტემა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საარჩევნო ბარიერი, ძირითადად, 5%-დან 0.67%-მდე მერყეობს. 

როგორც ვხედავთ, ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა დღემდე მაღალ საარჩევნო ბარიერს ინარჩუნებს, რაც მუდმივი კრიტიკის საგანია. კრიტიკოსები თვლიან, რომ მაღალი საარჩევნო ბარიერი მილიონობით ადამიანს წარმომადგენლობისა და პოლიტიკაში ხმის გარეშე ტოვებს. ის აფერხებს დემოკრატიულ პროცესებს წევრ ქვეყნებში, ამცირებს პოლიტიკურ დებატებსა და ძალაუფლებას რამდენიმე დიდი პარტიის ხელში ტოვებს. მაღალი საარჩევნო ბარიერი აძლიერებს კონფრონტაციისა თუ პოლარიზაციის საფრთხეს. კრიტიკოსების აზრით, ეს პრაქტიკა წევრ ქვეყნებს მაჟორიტარიზმის ლოგიკაში აქცევს  და ეწინააღმდეგება ევროკავშირის „მრავალფეროვანებაში თაანარსებობის“ იდეას. მაღალ საარჩევნო ბარიერებთან ასოცირებული საფრთხეები გახდა თავის დროზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 3%-იანი ბარიერის დაწესების რეკომენდაციის საფუძველიც, ამან კი ევროკავშირის მასშტაბით გააძლიერა მსჯელობა არადემოკრატიული საარჩევნო ბარიერების წინააღმდეგ და ჯანსაღი, დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნის შესახებ. 

მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნისომენტარს“ და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი