პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რა მექანიზმები გვაქვს ჩვენი მუნიციპალიტეტების მართვაში მონაწილეობისთვის?
თებერვალი 6, 2024

წარმომადგენლობითმა დემოკრატიმ თანდათან შეამცირა ხალხის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. ეს ზრდის საზოგადოების უკმაყოფილება და სისტემასთან წინააღმდეგობა. ამ პირობებში მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს საყოველთაო ჩართულობაზე ორიენტირებულ მართვის  მოდელს. ის პოლიტიკაში რიგითი ადამიანების მონაწილეობის ინსტრუმენტებს ქმნის და პროცესებში რთავს ათ. სტატიაში ვნახავთ, ადგილობრივ დონეზე მონაწილეობის რა ფორმები მოქმედებს საქართველოში. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

იმისთვის რომ დემოკრატიამ უკეთ იმუშაოს, ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა. ამიტომაც, მნიშნველოვანია, ვიცოდეთ რა მექანიზმებს გვთავაზობს კანონი იმ პროცესებში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩვენ შესახებ გადაწყვეტილების მიღებით უნდა დასრულდეს.  

ჩვენი კომენტარი  

საქართველოში მოქალაქეები სათანადოდ არ არიან ჩართულნი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს განსაკუთრებით პრობლემურია ეთნიკური უმცირესობებისთვის.  

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა 

მონაწილეობის რამდენიმე დონე არსებობს: 

როგორც ვხედავთ, მონაწილეობა ერთიანი პროცესია და მხოლოდ ცალკეული ფაზით არ შემოიფარგლება. ის ქმნის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პროცესებში ხალხის ჩართულობას დასაწყისიდან საბოლოო ეტაპამდე.  

ადგილობრივ დონეზე მონაწილეობის ფორმები საქართველოში 

მონაწილეობითი დემოკრატია მოითხოვს როგორც ჩართულობის სათანადო ფორმების არსებობას, ასევე მოქალაქეების ინფორმირებას მონაწილეობის ინსტრუმენტების შესახებ.  

საქართველოში მონაწილეობის შემდეგ მექანიზმები მოქმედებს: 

ეს ფორმები მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარია, რამდენად საკმარისია არსებული ინსტრუმენტები იმისთვის, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე და ჰქონდეთ სათანადო გავლენა პროცესებზე. ჩვენთან არ მოქმედებს ბევრი ინსტრუმენტი, რომელსაც საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს. მაგალითად: მოქალაქეთა პანელი; სამეზობლო დაგეგმვა; საჯარო მოსმენები; გასვლითი მოსმენები. ამავდროულად, კვლევები ცხადყოფს, რომ მონაწილეობის ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია სათანადოდ არ ვრცელდება ხალხში. ინფორმაციის გავრცელება და დამატებითი მექანიზმების შემოღება გააძლიერებს მონაწილეობის ყველა დონეს და ხალხის საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის ფორმირებას შეუწყობს ხელს. 


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში, ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს. 

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი