პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სამომხმარებლო ფასების ზრდა პირდაპირ აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე. ფასების ზრდა სურსათზე, წამლებზე, საცხოვრებელზე, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელფასების ზრდა ვერ ეწევა გაზრდილ ფასებს.
საქართველოში 2022 წელს, წლიურმა ინფლაციამ საშუალოდ 11.9% შეადგინა. ყველაზე დიდი ზრდა სწორედ საკვებ პროდუქტებზე, საცხოვრებელსა და ტრანსპორტზე აღინიშნებოდა.
ამ ვიდეოში გიყვებით:
რა არის ინფლაცია?
რა ფაქტორები განაპირობებს ინფლაციას?
როგორ აისახება ინფლაცია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?
რატომ არ აისახება ლარის გამყარება ფასების შემცირებაზე?
—
ვიდეო მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს.