რას ვხედავთ და რაზე გვაფიქრებს ეს?
ქუჩებში მომრავლებული დღის მარშები იმის მორიგი დასტურია, რამდენად გვწყურია, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი რეჟიმის არალეგიტიმურობის, უსამართლობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ. ზოგიერთი მარშის გამაერთიანებელი ნიშანი პროფესიაა, ზოგიერთის – თაობა, ზოგიერთის – კუთხური მიკუთვნება თუ ჰობი. მივედით დაუწყვილებელთა მარშამდეც. არ ვიკლებთ სარჩულსა და საბაბს, რათა დავიკავოთ საჯარო სივრცე და გავიზიაროთ ერთად ყოფნის სიხარული. ერთად დგომა, ერთად სიარული მოთხოვნილებად გვექცა იმ ტერორის ფონზე, რაც რეჟიმმა ბოლო კვირებში დაგვატეხა თავს.
„ქართული ოცნების“ გეგმა 2024 წლის 14 დეკემბერს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევაა. მისი გეგმის მიხედვის ამას არაპირდაპირი წესით 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია გააკეთებს.
არჩევნების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ცესკოა. ის ასევე განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგიის დაკომპლექტების ზოგიერთ წესს.
300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან, 150 პარლამენტის, 21 აჭარის, ხოლო 20 აფხაზეთის ავტონომიური უმაღლესი საბჭოს წევრია. დარჩენილ 109 წევრს ასახელებენ პარტიები, რომლებიც მათთვის გამოყოფილი კვოტების ფარგლებში, საკრებულოებიდან. ამ კვოტებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმულა განსაზღვრავს, რომელიც 2021 წელს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზეა მიბმული.
საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელები, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე ნორმისა და მათ საფუძველზე ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობას ეხებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი როლი და ადგილი ვერ დაინახა ამ დავაში, შესაბამისად, სარჩელები დასაშვებად არ ცნო.
როგორ შეუძლიათ პარტიებს უარი თქვან საპარლამენტო საქმიანობაზე?
პარლამენტმა 25 ნოემბერს საკუთარი წევრების, მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილება ცნო. ამ მომენტიდან პარტიებს, რომლებსაც არ სურთ საპარლამენტო საქმიანობის დაწყება, შეუძლიათ უარი თქვან მანდატებზე და დანარჩენი კანდიდატების სიებიც (ე.წ. „მომლოდინე სია“) მოხსნან ცესკოს რეგისტრაციიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში პარტიები, რომლებიც აკრძალვის საფრთხის წინაშე დადგნენ, სულ სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს, ამათგან ორი წინა სტატიაში განვიხილეთ. წინამდებარე ტექსტში საუბარი იქნება შემთხვევებზე, როცა პოლიტიკური გაერთიანებები ეროვნულმა სასამართლოებმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ავტონომიის მხარდაჭერის გამო აკრძალეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განხილული აქვს რამდენიმე საქმე, სადაც პარტიები ასაჩივრებდნენ სახელმწიფოების მიერ მათთვის დაწესებული შეზღუდვების შესაბამისობას ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ იმ შემთხვევებს, როცა საქმე ეხებოდა ანტისეკულარულ და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ პარტიებს.
რატომ ვსაუბრობთ პარტიების აკრძალვაზე?
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში აკრძალვას დაექვემდებარებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები. მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი, დემოკრატიაში ასეთი დაპირება რეალობად იქცეს?
ამ სერიით ვცდილობთ, განვმარტოთ, რას ნიშნავს პარტიების საქმიანობის შეზღუდვა (აკრძალვა/რეგისტრაციაზე უარის თქმა), რა საფუძვლით შეიძლება ამ გადაწყვეტილების მიღება და ვის მიერ, რა საერთაშორისო სტანდარტები და გამოცდილება არსებობს ამ მხრივ.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით პირველად ჩატარდა.
რა შედეგამდე მივალთ, თუ არჩევნებზე არ წავალთ? ან ყველა საარჩევნო სუბიექტს „დავიწუნებთ“, ან მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს მივცემთ ხმას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ქვემოთ შევეცდებით.
რადიკალური დემოკრატიის თეორია, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს დემოკრატიის იდეის და პრაქტიკის გაღრმავებას, მისთვის უფრო სამართლიანი და ინკლუზიური შინაარსის დაბრუნებას. ის ხაზს უსვამს პოლიტიკური/იდეოლოგიური/ეპისტემური პლურალიზმისა და აგონიზმის მნიშვნელობას და ამტკიცებს, რომ დემოკრატიამ უნდა მიიღოს საზოგადოებაში არსებული შეხედულებათა მრავალფეროვნება, ან კონფლიქტები, ნაცვლად იმისა, რომ კონსენსუსის სახელით დათრგუნოს და განდევნოს ისინი. ამდენად, ეს თეორია პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის ლიბერალური დემოკრატიის ტრადიციასთან, რომელიც მეტწილად მიისწრაფვის კონსენსუსისა და პოლიტიკური ჰარმონიისკენ. რადიკალური დემოკრატია მხარს უჭერს მონაწილეობით მმართველობას, სადაც დემოკრატია არის არა მხოლოდ არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი (აგრეგაციული დემოკრატია), არამედ მოქალაქეების მუდმივი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალაუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა დონეზე. მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერება კიდევ ერთი მთავარი ასპექტია მათი ხმების მოსმენის, დემოკრატიულ პროცესში ჩართვის უზრუნველსაყოფად. ის მოითხოვს ძალაუფლების დეცენტრალიზაციას, ხელს უშლის მის კონცენტრაციას ელიტის ხელში, მხარს უჭერს ყოველდღიური ცხოვრების დემოკრატიზაციას, დემოკრატიული პრინციპების გაფართოებას სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში.
პოსტსაბჭოთა პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული ფაქტორები ერთის მხრივ, საბჭოთა მემკვიდრეობის, მეორეს მხრივ კი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წარმოქმნილი კონტექსტის შედეგია. ამ ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმების ტრაექტორია განსხვავებული იყო, თუმცა მათ გავლენა მოახდინეს თითეოული ამ ქვეყნის დღვანდელობაზე.
მიჩნეულია, რომ სამართალი გენდერულად ნეიტრალურია და ის საზოგადოების ყველა წევრს თანაბრად ეხება, მაგრამ ქალების სპეციფიკური გამოცდილებების და საჭიროებების მიმართ სამართლის „ნეიტრალურობა“ ხშირად სამართლის „გულგრილობას“ გულისხმობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო ხდება სამართალშემოქმედებისა და სამართალწარმოების პროცესის კრიტიკული გააზრება, რათ მან ერთი მხრივ დაინახოს, ხოლო მეორე მხრივ, აღმოფხვრას ისტორიულად განპირობებული სტრუქტურული გენდერული უთანასწორობა.
რა უნდა ვიცოდეთ?
საკუთრება და კაპიტალი, ინდივიდის თავისუფლებასთან ერთად, ლიბეარლური სისტემის მთავარი ელემენტია. მისი მოპოვება და შენარჩუნება ადამიანთა შრომის გარეშე შეუძლებელია. ლიბეარალური სისტემების განვითარებაზე დაკვირვებამ დაგვანახა, რომ უმცირესობის კიდევ უფრო გასამდიდრებლად გაიზარდა უმრავლესობის ექსპლუატაცია. ამან დაპირისპირებულ მხარეებად დაყო საზოგადოება და გაამძაფრა პროტესტი. შედეგად ლიბერალურ სისტემას დისციპლინის ზომების გაძლიერება დასჭირდა. ამდენად, წესრიგს ახალი მნიშვნელობა და ფუნქცია გაუჩნდა – მას უნდა დაეცვა კაპიტალი მშრომელების ამბოხისა და პროტესტისგან.
კრიმინოლოგია, როგორც მეცნიერების ცალკეული დარგი, მე-18 საუკუნის ბოლოდან განვითარდა. მისი მიზანია დანაშაულის, დანაშაულებრივი ქმედებების, სასჯელის ეფექტის და ზოგადად, სასჯელის ფენომენის ანალიზი. კლასიკურ კრიმინოლოგიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დამნაშავის, როგორც რაციონალური სუბიექტის გაგების ჩამოყალიბებაში. ეს იყო გადახვევა მანამდე გაბატონებული დანაშაულის სპირიტუალური (სამყაროსა და არსებული რეალობის, მათ შორის დანაშაულის თუ დამნაშავის რელიგიური თუ მეტაფიზიკური პერსპექტივით) გაგებისგან. ამ ყველაფრის შემდეგ დანაშაულზე მოძღვრება უფრო მეტად დაემყარა ზუსტ მეცნიერებებს და შესაბამისად, სასჯელმაც თეატრალური, პერფორმატიული ბუნებიდან, მეტად შეიძინა პრაგმატული, ეკონომიკურად დასაბუთებადი შინაარსი.
სასამართლოს მთავარი იარაღი გადაწყვეტილებაა. მისი ძალაუფლება კი ამ გადაწყვეტილების მიმართ ხალხის ნდობას და აღიარებას ეფუძნება. სწორედ ამას გულისხმობს ლეგიტიმაციის იდეაც – უფლებამოსილებას, რომ იმოქმედო და ამ უფლებამოსილების ცნობას სხვების მხრიდან.
კლასიკური ლიბერალური თეორიის თანახმად, თანასწორობის უფლება რეალიზებული იქნება, თუ სახელმწიფო ნეგატიურ ვალდებულებებს შეასრულებს. ესე იგი, თავს შეიკავებს ნებისმიერი ჩარევისგან, რამაც, შესაძლოა, ადამიანების ერთმანეთისგან რაიმე ნიშნით განსხვავება გამოიწვიოს. ეს თეორია არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ანდა სხვა აქტორების მიერ რესურსის გაღების საჭიროებას. ამ მიდგომის თანახმად, ადამიანების განსხვავებულობას რაც ნაკლებად „შევიმჩნევთ“, მით უფრო მარტივად მიაღწევენ თანასწორობას. არსებობს საფრთხე, რომ მხოლოდ ამგვარმა გაგებამ თანასწორობის პრინციპის ტექნიკურ, შინაარსისგან დაცლილ აღქმამდე მიგვიყვანოს. ეს მიდგომა, რომელიც სამომავლო პროგრესის მხრივ, ნაკლებად პერსპექტიულია, თანამედროვე იურისდიქციებშიც აქტიურად და მეინსტრიმულად გამოიყენება.
გავრცელებული აზრით, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის მიზეზები სახელმწიფოს კონკრეტული პოლიტიკა, გაუმართავი ინსტიტუტები, პოლიტიკური ლიდერების ქმედებები, და სხვა მსგავსი ინდივიდუალური თუ ინსტიტუციური ჩავარდნებია. ასე დასმული პრობლემა ითარგმნება ისეთ გამოსავლებში, როგორიცაა საკანონმდებლო რეფორმა, ინსტიტუტების გაძლიერება, ანგარიშვალდებულების, გამჭირვალობის და კარგი მმართველობის სხვა პრინციპების, ან პრაქტიკის დანერგვა და ა.შ.
ბოლოდროინდელი ტექსტების სერიაში გერმანელი სოციოლოგი ვოლფგანგ შტრეეკი საუბრობს კაპიტალიზმსა და დემოკრატიას შორის არსებულ შინაგან კონფლიქტზე. კაპიტალიზმის დაგროვების ლოგიკას, ამბობს ის, ყოველთვის ეშინოდა დემოკრატიის, რადგან დემოკრატია ღარიბი უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების მმართველობას გულისხმობს: ხელისუფლება, რომელიც ვერ პასუხობს სიმდიდრის გადანაწილების შესახებ ღარიბი უმრავლესობის მოთხოვნებს, მხარდაჭერას კარგავს. შტრეეკის მიხედვით, ხელისუფლების გადანაწილებითი ჩარევის მიმართ შიში კაპიტალიზმს აიძულებს, კანონის ძალით დააფუძნოს წესრიგი, რომელშიც პოლიტიკური ხელისუფლების ჩარევა არა უბრალოდ არასასურველია, არამედ აკრძალულია. გასული საუკუნის 80-იანი წლებში საბაზრო ფუნდამენტალისტები ამბობდნენ, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს; დღეს უკვე ხშირად გაიგონებთ, რომ სხვა არჩევანი არაკონსტიტუციურია.
ამერიკული სამართლებრივი რეალიზმი სამართალს, არსებითად, სოციოლოგიურად უყურებს: მას სამართალი აინტერესებს არა განყენებულად, არამედ იმ სოციალურ სინამდვილეში, რომელშიც ის ყალიბდება, ვითარდება და მოქმედებს. ამერიკული სამართლებრივი რეალიზმი უპირისპირდება ფორმალიზმს, რომლის მიხედვით სამართალი არის თვითკმარი სისტემა და სამართლებრივ საკითხების განსჯა არ მოითხოვს მორალურ თუ პოლიტიკურ ღირებულებათა გათვალისიწინებას.
ბოლო პერიოდის პოლიტიკურ დისკუსიებში ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ახსენებს სუვერენიტეტს. მმართველმა გუნდმა ეს რიტორიკა მაშინ გააქტიურა, როცა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ქვეყნის საგარეო კურსის მკვეთრი ცვლილებისა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლის კრიტიკა დაიწყეს. ამ სტატიაში ვეცდებით მოკლედ ავხსნათ, საიდან იღებს სათავეს „სუვერენული დემოკრატიის“ იდეა, რა კავშირი აქვს მას რეალურად სუვერენიტეტთან და რას გულისხმობს ის საქართველოს კონტექსტში.
ტრანზიციულ სისტემებში წარსულში მომხდარ სისტემურ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირება გასაქანს არ აძლევს მტკიცე დემოკრატიის შენებას. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებრივი კონსენსუსის არარსებობა მსუყე ნიადაგია ავტორიტარიზმისთვის. ამგვარ რეალობაში ზოგჯერ დემოკრატიისა და ავტორიტარიზმისთვის დამახასაითებელი ნიშნები ერთამანეთს ერწყმის („ჰიბრიდულ რეჟიმი“). აქ პოლიტიკური ლიდერები სახელმწიფოს დემოკრატიის სახელით, მაგრამ რეალურად ავტორიტარული მეთოდებით მართავენ. ავტორიტარულია რეპრესიული აპარატის ხელწერაც, რომელსაც ზურგს ლიბერალური „ლეგიტიმიზაცია“ და „თანხმობაზე დაფუძნებული ძალის გამოყენების“ იდეა უმაგრებს.
ლიბერალური დემოკრატიის მრავალნაირი კრიტიკა არსებობს, თუმცა მათი ამოსავალი ერთია − პოლიტიკური მოწყობის ეს ფორმა ვერ ამართლებს იმ იმედს, რასაც ისახავდა და ვერ ასრულებს იმ დაპირებას, რაც დადო.
წინა სტატიაში ვეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა ლიბერალური დემოკრატიის არსი, გვესაუბრა მისი წარმოშობისა და განვითარების ტენდენციებზე. ახლა კი გვინდა ყურადღება გავამახვილოთ პრინციპებზე, რომელსაც ის ეყრდნობა.
ხელისუფლებამ საკუთარი საზოგადოებისთვის მიცემული პირობა გატეხა და კანონპროექტი ხელახალი განხილვისთვის პარლამენტში დააბრუნა. ახლა კი ხელისუფლების პროპაგანდა ცდილობს, რომ ეს ინიციატივა გამჭვირვალობის არგუმენტით შეფუთოს და თან დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ანალოგიური კანონები დემოკრატიულ სისტემებშიც მოქმედებს. ამ სტატიის მიზანია საზოგადოებას გააცნოს სიმართლე კანონპროექტის შესახებ.
რატომ წამოვიწყეთ სტატიების ეს ციკლი?
ყოველდღიურ ცხოვრებაში არც თუ იშვიათად გვესმის ტერმინი „ლიბერალური დემოკრატია“. მას მიაწერენ კონკრეტულ პოლიტიკურ სიკეთეებს, ან პირიქით, პრობლემების მიზეზად მოჰყავთ. მასზე იმდენად ხშირად საუბრობენ, გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ერთადერთი, უალტერნატივო დემოკრატიული სისტემაა.
ჩვენი სურვილია სტატიების ახალ ციკლში მმართველობის ამ მოდელზე, მის შინაარსსა და მახასიათებლებზე ვისაუბროთ. ერთად გავაანალიზოთ, რატომ გახდა ის დომინანტური მოდელი, შევხედოთ მას კრიტიკული პერსპექტივიდან; გვინდა ვცადოთ და გვიგოთ, რა შეიძლება იყოს ალტერნატივა და სად უნდა ვეძიოთ ის.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გლობალური ტენდენცია აქვს როგორც აზარტულ თამაშებში ინვესტიციის, ასევე მისი მოხმარების ზრდას. საქართველოშიც სათამაშო დაწესებულებები თითქმის ყველგან გვხვდება. განსაკუთრებით ბევრია ის ტურისტულ და საზღვრისპირა მხარეებში. ეს ზრდის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების (ლუდომანია) და სხვა თანმდევი სოციალური რისკების საფრთხეებს.
ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები მუნიციპალურ დონეზე განგვეხილა. ამისთვის ახალქალაქი შევარჩიეთ.
ამას ორი მიზეზი აქვს:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სათამაშო ბიზნესს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. თუმცა, ის ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგივე ხდება საქართველოშიც. კვლევები ცხადყოფს, რომ აზარტული თამაშების ორგანიზება ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საქმიანობაა საქართველოში და მისი ბრუნვა ყოველწლიურად მატულობს.
ლიბერალური დემოკრატიის ფარგლებში განვითარებულმა ეკონომიკურმა სისტემამ ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა აზარტული თამაშების ინდუსტრიის (იგივე სათამაშო ბიზნესი) განვითარებას, შეასუსტა ამ სფეროში რეგულაციები და სახელმწიფოს როლი მის მართვაში. დროთა განმავლობაში ეს სფერო ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა, განსაკუთრებით კი – ღარიბი ქვეყნებისთვის. მაგრამ ამ ვითარებამ საზოგადოების სოციალურ ქსოვილს შეუქმნა საფრთხე.
ლიბერალურ დემოკრატიაში ჩამოყალიბებულმა მართვის მოდელებმა დაასუსტა მოქალაქის პოლიტიკური როლი და არაპროპორციულად დიდი ძალაუფლება მიანიჭა ელიტას. დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ ხალხის პოლიტიკური წარმომადგენლობის იდეამ საწყის მიზნებს ვერ უპასუხა. გაიზარდა უკმაყოფილება და პროტესტი, რამაც საფრთხე შეუქმნა ელიტის სტაბილურობას და ის იძულებული გახდა, ძალაუფლების ნაწილი დაეთმო. ასე გაჩნდა მონაწილეობითი დემოკრატია, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებული მართვის მოდელი. დროთა განმავლობაში განვითარდა მისი მექანიზმებიც. თუმცა, სახელმწიფოებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს მონაწილეობის თანასწორი შესაძლებლობის შექმნა საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის, ეს განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებზე ითქმის, რაც აფერხებს მათი საჭიროებების გათვალისწინებას პოლიტიკის ფორმირებისას და ზრდის უთანასწორობას საზოგადოების წევრებს შორის. ეს გამოწვევაა საქართველოსთვისაც.
მოქალაქეთა მონაწილეობაზე დამყარებულ დემოკრატიას სულ მცირე ორი ელემენტი სჭირდება ფუნქციონირებისთვის. ესენია: (1) მონაწილეობის ინსტრუმენტები; (2) ამ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობა. პირველ საკითხზე წინა სტატიაში ვისაუბრეთ, ახლა კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რამდენიმე მუნიციპალიტეტის (ახალქალაქი, ნინოწმინდა, მარნეული, გარდაბანი) მაგალითზე მონაწილეობის ხელმისაწვდომობაზე ვიმსჯელებთ.
წარმომადგენლობითმა დემოკრატიამ თანდათან შეამცირა ხალხის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. ეს ზრდის საზოგადოების უკმაყოფილებას და სისტემასთან წინააღმდეგობას. ამ პირობებში მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს საყოველთაო ჩართულობაზე ორიენტირებულ მართვის მოდელს. ის პოლიტიკაში რიგითი ადამიანების მონაწილეობის ინსტრუმენტებს ქმნის და პროცესებში რთავს მათ. სტატიაში ვნახავთ, ადგილობრივ დონეზე მონაწილეობის რა ფორმები მოქმედებს საქართველოში.
ადგილობრივ დონეზე მართვის პროცესში საზოგადოების ჩართულობას ორი სარგებელი აქვს: ის მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტიანობას ამაღლებასთან ერთად, სახალხო საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოების უწყობს ხელს. ამ იდეის მნიშვნელობა და ღირებულება უდავოა, ამიტომ დღეს დისკუსიები უმეტესად მონაწილეობის ფორმების, ინსტრუმენტებისა და ყველა ჯგუფისთვის ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის შესახებ მიმდინარეობს. სტატიაში ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთიკური უმცირესობების მონაწილეობასა და მის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ.
ლიბერალურმა დემოკრატიამ ფუნდამენტურად შეცვალა პოლიტიკური წარმომადგენლობის ჩარჩო. მან არ დატოვა სივრცე სახალხო საჭიროებებზე სამუშაოდ. ეს ტენდენცია გვხვდება საქართველოშიც. ის ამომრჩევლისა და პოლიტიკური ელიტის გაუცხოებაში ვლინდება. საზოგადოებისთვის სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწორობა უმთავრესი პრობლემაა, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგი არ ითვალისწინებს სოციალურ წუხილებს.
სტატიაში ვეცდებით, წარმოვაჩინოთ, რამდენად პრიორიტეტულია პარლამენტისთვის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ ქვეყანაში.
წარმომადგენლობით დემოკრატიას აქვს პრეტენზია, იმოქმედოს ხალხისთვის, ხალხის ძალით და სახელით. მისი თავდაპირველი იდეა იმ ისტორიული დისბალანსის გარღვევა იყო, რომელსაც საზოგადოების „მმართველ“ და „მართულ“ ნაწილებად დაყოფა იწვევდა. ამ მოდელში კენჭისყრის გზით შერჩეული ელიტა იღებს ძალაუფლებას. წარმომადგენლობითი სისტემის თავისებურება ის არის, რომ ერთი ელემენტი – საზოგადოებრივი ინტერესი – არის მისი როგორც უფლებამოსილების, ასევე ლეგიტიმაციის წყარო. წარმომადგენლობით მართვა უფლებამოსილია, თუ ის ეფუძნება სახალხო ინტერესების შეჯერების საფუძველზე გაკეთებულ თავისუფალ არჩევანს და ლეგიტიმურია, თუ მოქმედებს ამ ინტერესების ფარგლებში. თუმცა თანამედროვე ლიტერატურა კვლევებზე დაყრდნობით ხშირად საუბრობს ამ მოდელის კრიზისზე, რასაც ბევრი ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს, მაგრამ ყველაზე ცხადად ორ რამეში ვლინდება – ერთია ამომრჩევლის რეპრეზენტაციის (ვის ტოვებს პოლიტიკური პროცესების მიღმა და ვის რთავს მასში), ხოლო მეორე – ამომრჩევლის ინტერესების დაცვის კრიზისი.
წარმომადგენლობის კრიზისი მხოლოდ ახალგაზრდა სახელმწიფოების პრობლემა არ არის. თუმცა მას განსხვავებული საფუძვლები და ფორმა აქვს მყიფე და მყარ დემოკრატიებში. ამ საკითხს ჩვენ საქართველოს მაგალითზე განვიხილავთ და ყურადღებას ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე გავამახვილებთ.
ლიბერალური დემოკრატია წარმომადგენლობითი პრინციპის მეშვეობით მუშაობს. თეორიულად ამ კონცეფციის სათავეში ხალხი და მისი ინტერესი დგას. თუმცა, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი იწერება ამ მოდელის კრიზის შესახებ. ავტორები ვარაუდობენ, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია ვერ ამართლებს საკუთარ მიზნებს, ის წარუმატებელია როგორც მოქალაქეთა წარმომადგენლობის, ასევე მისი ინტერესების დაცვაში. ამ მოდელის კრიზისის გლობალური ტენდენცია კარგად ჩანს საქართველოს პარლამენტის მაგალითზე. წინა სტატიებში ჩვენ ვიმსჯელეთ პარლამენტის როლზე სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ახლა კი ვისაუბრებთ, რა შეუძლია და რას აკეთებს ის საზოგადოების ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად სტიქიური უბედურების დროს.
გლობალურად მზარდი სოციალური უთანასწორობისა და მმართველი ელიტების მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, ლიბერალური დემოკრატიის კრიზისის შესახებ ბევრს საუბრობენ. ამ დისკუსიას ეჭვი შეაქვს მოქალაქის წარმომადგენლობის ტრადიციულ კონცეფციაში და არსებული დემოკრატიული მოდელის გადააზრების აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში. ამას თავისი მიზეზი აქვს – ლიბერალურ დემოკრატიაში ხელისუფლება სათანადოდ ვერ წარმოადგენს ხალხს და ვერ იცავს მის ინტერესს. ამ ციკლის ფარგლებში ჩვენ პარლამენტზე, როგორც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოზე ვისაუბრებთ.
ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში ამომრჩევლის მობილიზების ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი ემოციური პოლარიზაციაა. ამ დროს პარტიებს არ უწევთ საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად ყოვლისმომცველი სტრატეგიების შემუშავება, პოლიტიკას პროპაგანდა ანაცვლებს, პარტიები კი მხარდაჭერის მოპოვებას ოპონენტზე უშინაარსო თავდასხმებით ცდილობენ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული და შემდეგ საზოგადოების პროტესტის გამო უარყოფილი კანონპროექტების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტი კრიტიკულად აფასებს კანონპროექტებს, მათ შესაძლო გავლენას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.
პოლიტიკური პოლარიზაცია მკაფიოდ განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა დაპირისპირებას, მათ შორის წინააღმდეგობრივი მუხტის გაძლიერებას გულისხმობს. ის ამახინჯებს ჯგუფებს შორის ნორმალურ კომუნიკაციასა და ხელს უშლის შეთანხმებას სტრატეგიულ საკითხებზე. ამ სტატიაში მოკლედ განვიხილავთ პოლარიზაციის მნიშვნელობას, მის ფორმებს და ვიმსჯელებთ, როგორი გავლენა აქვს მას დემოკრატიაზე.
პოლიტიკური პოლარიზაცია სხვადასხვა ფორმით და საფუძვლით ვითარდება. ზოგიერთ შემთხვევაში პარტიებს შორის არსებული იდეოლოგიური სხვაობა ბუნებრივად იწვევს წინააღმდეგობას. თუმცა ქვეყანაში არსებული ტენდენციები ცხადყოფს, რომ ის ხშირად ელიტებს შორის ხელოვნურად აღმოცენებული და გამიზნულად შენარჩუნებული დაპირისპირებაა. ამ სტატიაში მოკლედ ვიმსჯელებთ, როდის და რატომ ირჩევენ პოლარიზაციას მმართველი ელიტები.
სახელმწიფოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია არასდროსაა წარმატებული ძალადობრივ წარსულზე სათანადო რეაგირების გარეშე. პოსტ-რეპრესიული სახელმწიფოების უახლესმა გამოცდილებამ დაამსხვრია მითი, რომ „ისტორიული ამნეზია“ კურნავს კოლექტიურ ტრავმას და სტაბილურ გარემოში დემოკრატიის შენების საფუძველს ქმნის. წარსულის დავიწყება, როგორც მართვის მეთოდი, ვერ იმარჯვებს საზოგადოებრივ მეხსიერებაზე და მუდმივად ქმნის კონფლიქტების გაღვივების, ჩაგვრის დაბრუნების რისკს.
საქართველოს უახლესი ისტორიის ბევრი ეპიზოდი მოითხოვს შეფასებას. ძალადობრივი გამოცდილების უგულებელყოფა ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში სიმართლის დადგენას, შერიგებას, ჩაგვრის პრევენციასა და დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელებას. ამის საპირისპიროდ არსებობს გარდამავალი მართლმსაჯულების, ანუ სამართლიანობის აღდგენის, კონცეფცია, რომელიც გვაჩვენებს წარსულის ანალიზისა და მომავალი განვითარების გზებს. სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ ძირითად ისტორიულ ეტაპებს, რომელთა კონტექსტშიც ღირს საქართველოში ამ იდეაზე საუბარი.
გარდამავალი მართლმსაჯულების კონცეფცია გასული საუკუნის ბოლოს, ავტორიტარული რეჟიმების რღვევის ფონზე განვითარდა. ამ პროცესს ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში დაწყებულმა პოლიტიკურმა გარდაქმნებმა შეუწყო ხელი. სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ გარდამავალი მართლმსაჯულების გამოცდილებას ზემოთ აღნიშნული რეგიონების მაგალითზე.
წარსულის დავიწყება დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა ავტორიტარული რეჟიმების მსხვრევის და სახელმწიფოს ხელახალი შენების მშვიდობიან გზად. თუმცა სამართლიანობამ სახელმწიფოებს კოლექტიურ ტრავმებზე სრულფასოვანი რეაგირება მოსთხოვა. ამ იდეაზე დაყრდნობით განვითარდა გარდამავალი მართლმსაჯულება. სტატია მოკლედ ხსნის, რას ნიშნავს და როგორ მოქმედებს გარდამავალი მართლმსაჯულება.
პოლიტიკური სისტემა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ორგანოების ფუნქციონირებაზე. უმრავლესობის (მაჟორიტარული) პრინციპით მართვა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას უწყობს ხელს. ამდენად, ის ეფექტიანი საჯარო ადმინისტრირების მოლოდინს ქმნის. თუმცა ფაქტია, რომ ამ მოდელით საქართველომ ვერ შეძლო მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა შეექმნა. შედეგად კი გააქტიურდა მსჯელობა საყოველთაო ჩართულობასა და შეთანხმებაზე ორიენტირებული (კონსენსუალური) დემოკრატიის შესახებ. სტატიის მიზანია, დაგვანახოს, რომ ამ უკანასკნელს სამართლიანი მართლმსაჯულების შემოთავაზება შეუძლია.
საარჩევნო სისტემა დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ელემენტია. განმსაზღვრელია, რამდენად შეუძლია მას ყველა მოქალაქე თანასწორად და სამართლიანად წარმოადგინოს პოლიტიკურ პროცესებში. მასში გადამწყვეტი როლი ენიჭება საარჩევნო ბარიერს. მაღალი საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პროცესებში დაბალი წარმომადგენლობის საფრთხეს ქმნის. სტატიის მიზანია, მოკლედ მიმოიხილოს საარჩევნო ბარიერები და მასთან დაკავშირებული კრიტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
პლებისციტური დემოკრატია ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივაა, ზღუდავს ელიტების ძალაუფლებას და აძლიერებს ხალხის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. იგი ნამდვილი, სახალხო დემოკრატიის ფორმაა. თუმცა დემოკრატიის სასარგებლოდ მხოლოდ იმ სისტემაში მოქმედებს, რომელშიც აღკვეთილია პოლიტიკურ პროცესებზე ერთპიროვნული გავლენის, მანიპულაციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე. ავტორიტარული ტენდენციების მქონე ქვეყნებში იგი კარგავს დემოკრატიულ ბუნებას და რეჟიმის ლეგიტიმაციის ინსტრუმენტი ხდება. სტატიის მიზანია, მოკლედ მიმოიხილოს პლებისციტური დემოკრატიის იდეა და მისი ბოროტად გამოყენების მაგალითები.
არჩევანი კონსენსუალურ და მაჟორიტარულ პოლიტიკურ სისტემებს შორის არსებითად განსაზღვრავს დემოკრატიის არქიტექტურას სახელმწიფოში. მაჟორიტარიზმი (უმრავლესობის მმართველობა) ძალაუფლებას ერთი გუნდის, უმრავლესობის ხელში აგროვებს. ხოლო, კონსენსუალური, შეთანხმებაზე დაფუძნებული დემოკრატია მას სხვადასხვა ჯგუფს შორის აზიარებს და თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის. ამ სტატიის მიზანია, მოკლედ მიმოიხილოს მათ შორის არსებული სხვაობა და აჩვენოს, რატომ გვჭირდება კონსენსუსზე დაფუძნებული დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლა.
დემოკრატიას არასდროს ჰქონია ფუფუნება, სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მსურველთათვის კარი დაეხურა. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური ელიტა ამ საკითხზე გადაწვეტილების მიღებისას მუდამ საპირისპიროდ მოქმედებდა (იშვიათი გამონაკლისის გარდა).
რას მოიცავს სიტყვა „აგენტის“ მნიშვნელობა?
როდესაც რუსო „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ მესამე წიგნში „მთავრობას“ ტერმინ „აგენტით“ მოიხსენიებდა, მას ამით, არა მხოლოდ, იმის თქმა სურდა, რომ ეს „მთავრობა“ სუვერენის (ანუ ხალხის) ნდობით აღჭურვილი პირია, არამედ იმისაც, რომ ამ სტატუსის მატარებელს საკუთარი, ინდივიდუალური ნება არ გააჩნია. მისი ფუნქცია ხალხის დავალების ფარგლებში მოქმედება ანუ ადმინისტრირებაა. ასეთივე მნიშვნელობითა, ეს სიტყვა გამოყენებული საქართველოს პირველი კონსტიტუციის განმარტებებში. აქ გაკრიტიკებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ისეთი მოდელი, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლება „სრულიად ექვემდებარება ცენტრს“ და ამდენად, არის „აგენტი“, რომელიც „გამოხატავს ცენტრის ნებას“. გერმანელი მეცნიერი იულიუს ჰაჩეკიც, ვისი იდეების გავლენაც ჩვენს მაშინდელ უზენაეს კანონზე დიდია, როდესაც სურს უმეშვეო დემოკრატიაში აღმასრულებელი ხელისუფლების სუვერენიტეტისგან დაცულობას გაუსვას ხაზი, მას საკანონმდებლო შტოს „მსახურ აგენტს“ უწოდებს. ინგლისურ ენაში სიტყვა „აგენტის“ ამგვარი გაგება, მერიამ-ვებსტერის ლექსიკონის მიხედვით, შუა საუკუნეების ლათინურიდან შევიდა. ერთ-ერთი მნიშვნელობით ის აღნიშნავდა პირს, ვინც უფლებამოსილია იმოქმედოს სხვისთვის.
„აგენტი“ კერძო ურთიერთობებშიც სწორედ ამ შინაარსით დამკვიდრდა. მის ქვეშ მოიაზრება პირი, რომელიც მარწმუნებლის დავალებით შედის კონკრეტულ პროცესში. გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორებიცაა, უძრავი ქონების აგენტი, მუსიკოსის აგენტი, გაყიდვების აგენტი და ა.შ. თუმცა, მათ ყველას ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ: „აგენტი“ ის არის, ვინც კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს სხვა ძალის სახელით, ამ ძალის ინტერესებისთვის. მისი ნებისმიერი მოქმედება მარწმუნებლის მოქმედებაა. მას არასდროს არ აქვს უფლება ჩაანაცვლოს იმის ნება, ვისთვისაც მუშაობს.
დემოკრატია სხვა არაფერია თუ არა მოქალაქეთა საერთოზე ზრუნვის მიზნით შეკავშირება. მისი ფუნდამენტია რწმენა, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად ერთმანეთი და ერთმანეთთან თანამშრომლობა სჭირდებათ. სწორედ ამ ფუნდამენტური კავშირების მორღვევას ცდილობდა საკანონმდებლო ინიციატივები უცხოური გავლენის შესახებ.
ქართველი პოლიტიკოსები უფრო და უფრო ცოტა დროს უთმობენ იმ საკითხებზე საუბარს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. მათი ყურადღება მეტწილად ერთმანეთთან პერსონალური დაპირისპირებისკენაა მიმართული და ბუნებრივია, ამომრჩევლისთვის საჭირბოროტო საკითხები მის მიღმა რჩებათ.
ეს პოლარიზაციის შედეგია, იმ პრობლემის, რომლის მოგვარების პირობაც ევროკავშირმა საქართველოს, წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ, ივნისში დაუდგინა. ევროკომისიას სურს იმ ქვეყნებს მიანიჭოს ეს სტატუსი, რომლებიც პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებას ცდილობენ. გამართული სისტემის პირობებში ისინი უკეთ იზრუნებენ საკუთარ მოქალაქეებზე და მეტად სტაბილურები იქნებიან. ასეთი პარტნიორის ყოლა კი ევროკავშირისთვისაც ხელსაყრელია.
რატომ განვიხილავთ ამ თემას?
ორი მიზეზი არსებობს:
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოცემულ მომენტში, დეპოლარიზაცია ქვეყნის მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუმცა, საჭიროა, მკაფიოდ განვსაზღვროთ, რას მოვიაზრებთ ტერმინის ქვეშ. ეს იმაშიც დაგვეხმარება, გავიგოთ სად არის პრობლემის სათავე და იმაშიც, როგორ მოვაგვაროთ ის.
25 სექტემბერს იტალიის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ნაციონალისტურ-კონსერვატიულმა ალიანსმა, რომელსაც სათავეში ულტრამემარჯვენე ჯორჯია მელონის პარტია, „იტალიის ძმები” უდგას. კოალიციაში, ასევე, არიან სილვიო ბერლუსკონის პარტია „ფორცა იტალია” და მემარჯვენე პოპულისტური „ლიგა”, რომლის ლიდერიც ევროსკეპტიციზმით გამორჩეული ფიგურა – მატეო სალვინია. ახალი კაბინეტი 22 ოქტომბერს ოფიციალურად დამტკიცდა.
რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?
გამარჯვებული კოალიცია იტალიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მემარჯვენე მმართველი ძალაა. ძალაუფლება მათ ხელში საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ისტორიულად უაღრესად პროევროპულია, ეს კი თავისთავად აისახება საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივაზე.
ჩვენი კომენტარი
მიუხედავად ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მოსალონდელი ცვლილებებისა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ჯორჯია მელონის მთავრობას აიძულებს, იტალიის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკურ კურსს მნიშვნელოვნად არ გადაუხვიოს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მისივე მოქალაქეების ნაწილს უბიძგა საცხოვრებლად სხვა ქვეყნების ძებნა დაეწყოთ. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიური ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ გახდა, რაც საქართველოს განსაკუთრებით მწვავედ შეეხო. ამის ერთი მიზეზი სახმელეთო საზღვრი, ხოლო მეორე რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის სიმარტივეა.
რა პირობები ხვდებათ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?
ეს რეჟიმი იდეალურ პირობებს ქმნის მათთვის, დარჩნენ აქ რა ვადითაც სურთ, ან გამოიყენონ საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა.
მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც უკრაინაში რუსეთის იმპერიალისტურ შეჭრამდე იყო და კრიტიკული თეორიაც ვეღარ იაზროვნებს იმ კატეგორიებით, იმ თეორიული ჩარჩოთი, რომლითაც იქამდე აზროვნებდა.
რატომ განვიხილავთ ამ თემას?
ეს უსამართლო ომი, რომელიც რუსეთმა, ჩვენს სამეზობლოში და ჩვენს წინააღმდეგ, გააჩაღა, საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ თეორიულ დებატებს ანალიზისთვის ჩაგვრის კონკრეტულ, თანამედროვე მაგალითებს აძლევს. სიბრმავეა მისი ვერ დანახვა და სიჯიუტე უგულებელყოფა, თუმცა კრიტიკული სკოლის ზოგიერთი წარომადგენელი ამ ხაფანგში გაება.
ქართული მეინსტრიმული წყაროები სიამოვნებით ავრცელებენ იმ თეორიულ შეცდომებს, რასაც კრიტიკული სკოლის წარმომადგენელთა ნაწილი უშვებს. ასე განზრახ მოქმედებენ. საკუთარი ნეოლიბერალური დღის წესრიგიდან გამომდინარე, მათ სურთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას დაუხატონ სურათი, რომელშიც კრიტიკულ აზრს არსებულ ვითარებაში გარკვევის არ შეუძლია, სადაც ის ძველი, გამოუსადეგარი ინსტრუმენტების მორგებას ცდილობს ახალი სიტუაციისთვის, და რა გასაკვირია, რომ მარცხდება.
სინამდვილეში კი ვითარება ასეთია: კრიტიკული თეორიის მიმდევრებს შორის ორი პოზიცია გამოიკვეთა. პირველი უთანაგრძნობს უკრაინას, მაგრამ წირავს მას, მეორე კი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.
ჩვენი კომენტარი:
მემარცხენე ინტელექტუალების პირველმა ნაწილმა საკუთარი იდეოლოგიური სიხისტის, რეგიონის შესახებ მწირი ცოდნის, რიტორიკაში მემარჯვენე კატეგორიების შემოტანის, უკრაინელი ხალხის უგულებელყოფის შედეგად, დაკარგა რეალობის გაგების შესაძლებლობა. მათი ანალიზი უკრაინის ომის შესახებ არასანდო და ზედაპირულია. შესაბამისად, არსებული კონტექსტისთვის გამოსადეგი კრიტიკული ანალიზი უმთავრესად იმ ანალიტიკოსებთან უნდა ვეძებოთ, რომლებიც თავად არიან ამ სივრცის ნაწილი, საკუთარ თავზე გამოუცდიათ რუსეთის მცდელობები, მათი ქვეყნებისთვის თავს მოეხვია საკუთარი ძალაუფლება.